ხაჩიძის და კალაძის Selfie

გოგა ხაჩიძე / fb.com/goga.khachidze

"მოგეხსენებათ, ჩემი წარსული ცხოვრების შესახებ, მე სპორტში ვიყავი მთელი ცხოვრება. წარმატებული სპორტსმენი ვიყავი, ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული. ალბათ, გოგაც [ხაჩიძე] ნატრობდა ავტოგრაფს, მაგრამ, გოგა, ეს რომ დასრულდება ფოტო გადავიღოთ ერთად, არ იქნება პრობლემა, "სელფიც" თუ გინდა. ასე რომ, ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს გადაღებული ფოტო", - ასე ახსნა ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახი კალაძემ კანონიერ ქურდთან გადაღებული მისი ფოტოს წარმომავლობა. ამის შემდეგ კახა კალაძესთან გოგა ხაჩიძე მივიდა და მათ ე.წ. სელფი გადაიღეს.

კომენტარები