თავდასხმა სომეხთა ეკლესიაზე

ჭიკაიძე: სომხურ ეკლესიასთან დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე არ მომხდარა

"თბილისში, სომხურ ეკლესიასთან დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე არ მომხდარა", - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხით დაინტერესდა და საქმის მასალებიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ეს არ იყო რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება. მინისტრის თქმით, მანქანის გაჩერებაზე იყო პრობლემა, რომელიც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა.

"ეს დაპირისპირება არ ყოფილა რელიგიურ საფუძველზე დაწყებული", - აღნიშნა ჭიკაიძემ. 

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის  განცხადებით, 19 ივლისს, 16:00-ზე სომხურ ეკლესიას 50 ადამიანი თავს ორგანიზებულად დაესხა, რის შედეგადაც სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა მიიღეს ფიზიკური დაზიანებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება არ მიმდინარეობს ეთნიკური ნიშნით მოტივირებული დანაშაულით, თუმცა: "თუ მსგავსი ბრალეულობა გამოიკვეთა, საქმე აუცილებლად გადაკვალიფიცირდება".

კომენტარები