თბილისში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი იმყოფება. ასევე, დელეგაციაში არიან ასამბლეის ვიცეპრეზიდენტები დანიელ ბაკელენი და კარლ ლამერსი, ასამბლეის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ხულიო მირანდა-კალჰა, ასამბლეის გენერალური მდივანი დევიდ ჰობსი.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვედრებს დღეს იწყებს. თავდაპირველად შეხვედრა NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართება, სადაც ოფისის ხელმძღვანელს ვილიამ ლაჰიუსს შეხვდებიან. ასევე შეხვედრა გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
დღესვე, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ კი, ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პირველი პირები საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდებიან.