NATO-საქართველო

თბილისს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა

დღეს თბილისში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი ჩამოდის. საპარლამენტო დელეგაციაში არიან: ასამბლეის ვიცეპრეზიდენტები დანიელ ბაკელენი და კარლ ლამერსი, ასამბლეის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ხულიო მირანდა-კალჰა, ასამბლეის გენერალური მდივანი დევიდ ჰობსი. 

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვედრებს ხვალიდან იწყებს. თავდაპირველად შეხვედრა NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართება, სადაც ოფისის ხელმძღვანელს ვილიამ ლაჰიუსს შეხვდებიან. ასევე შეხვედრა გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსაც შეხვდება. შეხვედრის შემდეგ კი, ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. 

ხვალვე, ვიზიტის ფარგლებში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პირველი პირები საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდებიან. 

კომენტარები