კონფლიქტი ისრაელში

ერდოღანი: ისრაელელებმა ღაზას სექტორში ბარბაროსობით ჰიტლერსაც კი გადააჭარბეს

Turkey's Prime Minister Tayyip Erdogan talks during the Southeast European Cooperation Process Summit in Istanbul
Osman Orsal / REUTERS

ისრაელელებმა ღაზას სექტორში ბარბაროსობით ჰიტლერსაც კი გადააჭარბეს - ამის შესახებ თურქეთის პრემიერმინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრემიერმინისტრის თქმით, ღაზას სექტორში განხორციელებული სპეცოპერაციას გამართლება არ აქვს. მისი თქმით, ისრაელის საომარი ოპერაცია ღაზას სექტორში ისედაც არც ისე კარგ ურთიერთობას კიდევ უფრო ძაბავს.

”ისრაელელებს არც სინდისი გააჩნიათ, არც ღირსება და არც სიამაყე. ისინი ვინც ჰიტლერს დღე და ღამ გმობდნენ, თავად გადაასწრეს ჰიტლერს ბარბაროსობაში” - განაცხადა ედროღანმა.

თუმცა ერდოღანი თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდებს ქვეყანაში არსებული ებრაული დიასპორების წინააღმდეგ აგრესიას არ მიმართონ.

ერდოღანი ისრაელის დახმარებაში აშშ-ს ადანაშაულებს და მიაჩნია, რომ ვაშინგტონის პოზიცია ისრაელის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება გაამართლოს, მიუღებელია.

ისრაელის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს თურქეთში გამგზავრებისგან თავშეკავება ურჩია, რისი მიზეზიც სტამბულსა და ანკარაში ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან გამართული საპროტესტო აქციები გახდა.

ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციების გაფართოებას აპირებს. რაც ჰამასის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უფრო სიღრმისეულ რეიდებს გულისხმობს. ოპერაციის მიზანი, იარაღის საწყობების, ისრაელში მიმავალი გვირაბების და სხვა სახის ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

კომენტარები