დედაქალაქის საკრებულო

საკრებულოს გადაწყვეტილებით, საკრებულოს წევრები პრემიებს აღარ აიღებენ

საკრებულოს წევრები პრემიებს აღარ აიღებენ. ახალი მოწვევის საკრებულომ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე არ ვრცელდება. შეხვედრაზე საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა რეგლამენტი განიხილეს, თუმცა პრემიებთან დაკავშირებული ცვლილები მასში არ შევიდა. ახალ რეგლამენტს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილი.

საკრებულოში პრემიების საკითხი განხილვა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, საკრებულოს წინა მოწვევის წევრს, ჯაბა სამუშიას აღებული პრემიები შეახსენა. საკრებულოს წევრებმა პრემირების წესთან დაკავშირებით განცხადება უკვე მიიღეს. პრემიების გაუქმების ინიციატორი უმრავლესობის წევრები, კერძოდ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ.

კომენტარები