პრემიები საკრებულოში

ხიდაშელი: პრემიებთან დაკავშირებით ხელისუფლების ჩინოვნიკები არასწორად მოიქცნენ

თინა ხიდაშელი
primetimenews.ge

აბსოლუტურად მიუღებელი იყო რაც გააკეთეს ჩვენი ხელისუფლების ჩინოვნიკებმა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა პრემიებთან დაკავშირებით თემის კომენტირებისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თინა ხიდაშელი მომავალ სასესიო კვირას, პრემიებთან დაკავშირებით პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ცვლილებას წარადგენს.

,,კატასტროფა და აბსოლუტურად მიუღებელი იყო რაც გააკეთეს ჩვენი ხელისუფლების ჩინოვნიკებმა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში. მომავალ სასესიო კვირას მე ვაპირებ დავარეგისტრირო საკანონმდებლო ცვლილება პრემიებთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო შეუძლებელს გახდის იმ მარაზმს, რაც ამ ქვეყანაში ბევრი წლის განავლობაში ხდებოდა. ეს ჩვენი ხელისუფლების დროს არ დაწყებულა, მაგრამ ეს არავის არ უხსნის პასუხისმგებლობას" - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები