პრემიები საკრებულოში

საია: საჯარო დაწესებულებებში პრემიის გაცემის პრაქტიკა გაუმართლებელია

100 ლარიანი კუპიურა
e-allmoney.com

გაუმართლებლად მიგვაჩნია საჯარო დაწესებულებში პრემიის გაცემის არსებული პრაქტიკა და ის ტენდენციები - ავრცელებს განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიის სახით გაცემული თანხა მთელ რიგ შემთხვევებში აღემატება თანამდებობრივ სარგოს, მაშინ როცა საერთაშორისი პრაქტიკის მიხედვით პრემია ძირითადად თანამდებობრივი სარგოს 10-20% ფარგლებში მერყეობს.

საიას მიაჩნია, რომ პრემიის გაცემასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები მთლიანდ საჯარო სექტორში ანაზღაურების სისტემის დახვეწის აუცილებლობასთან არის დაკავშირებული.

ახალგაზრდა იურისტთა შეფასებით, საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელები პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას უმეტესწილად ერთპიროვნულად იღებენ და მიღებული გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო დასაბუთებას. 

საია მოუწოდებს საჯარო დაწესებულებებს პრემიის გაცემის პოლიტიკის დახვეწამდე თავი შეიკავონ პრემიის გაცემის არსებული პრაქტიკის გამოყენებისგან. 

კომენტარები