კრიმინალი

მძღოლი ცემის შემდეგ გარდაიცვალა; გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანაზე დაიწყო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ყვითელი ავტობუსის მძღოლი მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ გარდაიცვალა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაიწყო. შსს-მ ტაბულას უთხრა. რომ ამ ეტაპზე, მკვლელობის ფაქტი არ დასტურდება და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, #19 სამარშრუტო ხაზის ავტობუსის მძღოლს მგზავრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ფონიჭალის ბოლო გაჩერებაზე მოხდა, სადაც ამ წუთებში სამართალდამცავები მუშაობენ. კომპანია მძღოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

კომენტარები