ეროსი კიწმარიშვილი საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებით მას თავში მიბჯენით აქვს ნასროლი.
მოკლეს თუ თავი მოიკლა, როგორ მოხვდა კიწმარიშვილის ხელში იარაღი რომელიც მანქანაში იპოვეს, მართლაც არის თუ არა დაკავშირებული კიწმარიშვილის გარდაცვალება რუსთავი 2-თან დაკავშირებული.
ეს ის თემებია რაზეც საუბარი გუშინდელის შემდეგ არ წყდება, ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ დღეს ჩვენც ფოკუსში.
გადაცემის პირველ ბლოკში ჩვენი სტუმრები არიან იურისტი გიორგი მელაძე და საქართველოს დემოკრატიული ინიციატიცის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე.
გადაცემის მეორე ნაწილში ჩემი სტუმარი დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილია, რომელმაც პირადად დაათვალიერა ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი.
გადაცემის ბოლო ნაწილში ჩვენი სტუმრები უკვე კრიმინალისტი გია დეკანოზიშვილი და იურისტი ოთო კახიძე იყვნენ.
ფოკუსი




