უბედური შემთხვევა მოსკოვის მეტროში

მოსკოვის მეტროში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

tvrain.ru/

მოსკოვის მეტროში ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა.

160-მა ადამიანმა საავადმყოფოს მიმართა, მათგან 118-ს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ბი-ბი-სის ინფორმაციით, მატარებლის მემანქანე ცოცხალია და საავადმყოფოში იმყოფება.

ტრაგედიის მიზეზი ელექტროენერგიის ძაბვის დაცემა გახდა, ამოქმედდა სიგნალიზაცია, რასაც მატარებლის ავარიული დამუხრუჭება მოჰყვა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 09:00 საათზე მოხდა. მოსკოვის მთავრობა ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს და აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში დამნაშავეების გამოვლენასაც შეძლებს.

დაღუპულთა ოჯახის წევრებს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკვე მიუსამძიმრა. რუსეთის დედაქალაქში ოთხშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

კომენტარები