უბედური შემთხვევა მოსკოვის მეტროში

მოსკოვის მეტროში ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

tvrain.ru/

მოსკოვის მეტროში ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას ინტერფაქსი ავრცელებს.

ელექტროძაბვის დაცემის გამო, სიგნალიზაცია ამოქმედდა, რასაც მატარებლის ავარიული დამუხრუჭება მოჰყვა. ავარიის შედეგად დაიღუპა მატარებლის მძღოლი. ერთ-ერთ ვაგონში ათამდე ადამიანია გაჭედილი, რომელთა გამოყვანაც ვერ ხერხდება.

სამედიცინო დახმარებას 149 ადამიანმა მიმართა, 106 მათგანის ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 09:00 სთ-ზე მოხდა.

კომენტარები