სამომხმარებლო ბაზარი

მსოფლიოში ორი ყველაზე ძვირიანი ქალაქი აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს

ლუანდა, ანგოლა
Hotel Presidente Luanda

საკონსულტაციო კომპანიების ლიდერმა საერთაშორისო ბაზარზე, Mercer Consulting, 2014 წლისთვის 211 ქალაქის რეიტინგი გამოაქვეყნა მათი სიძვირის მიხედვით. 

ქალაქების რეიტინგი შედგენილია ამავე ქალაქებში ცხოვრების სიძვირის მიხედვით. 

ათეულში მოხვდნენ მოსკოვი, შანხაი, ტოკიო და ჟენევა. 

რეიტინგი შედგენილია საცხოვრებელი ხარჯების გამოკითხვაზე დაყრდნობით, რომელსაც სხვადასხვა კომპანიები ეყრდნობიან, როდესაც საკუთარ თანამშრომლებს საზღვარგარეთ გზავნიან სამუშაოდ და უწევთ გაითვალისწინონ ამა თუ იმ ქალაქის ცხოვრების და ფასების დონე, გამოუყონ თანამშრომლებს დამატებითი ფონდები და უქირაონ ბინა. 

რეიტინგი შედგენილია უმეტესად იმ კომპანიებისათვის, რომელთაც საერთაშორისო ოპერაციები აქვს მსოფლიოს გარშემო და მათი თანამშრომლობის მობილობა მაღალია სხვადასხვა დავალებების გამო. 

Mercer-ის ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 

  1. ლუანდა, ანგოლა 
  2. ნჯამენა, ჩადი 
  3. ჰონგ კონგი, ჰონგ კონგი 
  4. სინგაპური, სინგაპური
  5. ციურიხი, შვეიცარია
  6. ჟენევა, შვეიცარია
  7. ტოკიო, იაპონია
  8. ბერნი, შვეიცარია 
  9. მოსკოვი, რუსეთი 
  10. შანხაი, ჩინეთი 

ნჯამენამ მეორე ადგილზე მეოთხიდან გადაინაცვლა და ჩაანაცვლა მოსკოვი, როგორც მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირიანი ქალაქი, მოსკოვი კი მეცხრე ადგილს დასჯერდა. 

Mercer-ის რეიტინგი შედგენილია გამოკითხვის საფუძველზე, რომელიც იძიებს 200-ზე მეტი პროდუქტის და სერვისის ფასს თითოეულ ქალაქში ადგილმდებარეობის მიხედვით. დათვლილია თითოეულ ქალაქში ქირის, ტრანსპორტირების, საჭმლის, ჩაცმის, საყოფაცხოვრებო წვრილმანებისა და გართობისთვის დახარჯული ფული. 

ყველაზე ძვირიანი ქალაქი, ლუანდა, ანგოლაში მდებარეობს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 6 500 ამერიკული დოლარია, ეს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტზე ($6 000) $500-ით მეტია, თუმცა Mercer-ის რეიტინგში თბილისი 194-ე ადგილზეა ცხოვრების სიძვირის მიხედვით. 

კომენტარები