ISFED-მა ხმების პარალელური დათვლის შედეგები წარმოადგინა

ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა ხმების პარალელური დათვლის შედეგები წარმოადგინა. Isfed-ი არჩევნების მეორე ტურს ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით ხუთ თვითმმართველ ქალაქსა და შვიდ თვითმმართველ თემში დააკვირდა. ორგანიზაციის მონაცემებით, არჩევნების დღის შედეგები მერის არჩევნებისთვის ასე გამოიყურება:

თბილისი: დავით ნარმანია - (ბლოკი - ქართული ოცნება)  72.3% ; ნიკანორ მელია (ბლოკი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)  27.7%; 

რუსთავი :დავით ჯიქია - (ბლოკი - ქართული ოცნება) – 64%; მამუკა ჩიქოვანი - (ბლოკი-ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 36%;

მცხეთა: ავთანდილ ნემსიწვერიძე - (ბლოკი - ქართული ოცნება) - 63% ; დავით მაჩხანელი - (გიორგი გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია) – 37%;

ოზურგეთი: ბეგლარ სიორიძე - (ბლოკი - ქართული ოცნება)- 59%; შოთა გოგიბერიძე - (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი) - 41%;

გორი: ზურაბ ჯირკველიშვილი - (ბლოკი - ქართული ოცნება)- 62%; კახაბერ ერგემლიძე - (ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტია)- 38%;

 

არჩევნების დღის შედეგები გამგებლების არჩევნებისთვის  

ახმეტა: ბექა ბაიდაური - (ბლოკი ქართული ოცნება) – 59%; ზურაბ ფილაშვილი - (ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია) – 41%;

ბაღდათი: ირაკლი გეგეშიძე - (ბლოკი ქართული ოცნება) – 56%; მევლუდ კიკნაველიძე (სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა) – 44%; 

ხონი: ჯემალ მებუკე - (ბლოკი ქართული ოცნება) – 58%; ზურაბ ჯიბუხაია - (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 42%; 

ტყიბული: რობიზონ გვენეტაძე - (ბლოკი ქართული ოცნება) – 69%; თენგიზ ჭიქაბერიძე - (ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია) – 31%;

ლანჩხუთი: ზაზა ურუშაძე (ბლოკი ქართული ოცნება) – 56%; ბარნაბ ჭყონია (დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი) – 44%;

თერჯოლა: თეიმურაზ ჯაფარიძე (ბლოკი ქართული ოცნება) – 61%; ტარიელ ფანჩულიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 39%; 

ხულო:  ბესიკ ბაუჩაძე (ბლოკი ქართული ოცნება) – 59%; ემზარ ბოლქვაძე (დავით თარხან მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი) – 41%;

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, სადაც გუშინ არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, ქართული ოცნების კანდიდატები იმარჯვებენ. ცესკოსინფორმაციით, დათვლილია ბიულეტენების 100%.

მმართველი გუნდის კანდიდატები აირჩიეს ქალაქის მერად თბილისში (დავით ნარმანია - 72.47%), თელავში (პლატონ კალმახელიძე - 70.61%), რუსთავში (დავით ჯიქია - 64.77%), მცხეთაში (ავთანდილ ნემსიწვერიძე - 62.99%), გორში (ზურაბ ჯირკველიშვილი - 62.23%), ოზურგეთში (ბეგლარ სიორიძე - 58.9%), ფოთსა (ირაკლი კაკულია - 72.38%) და ბათუმში (გიორგი ერმაკოვი - 77.29%).

ასევე, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატები აირჩიეს ცამეტი თვითმმართველი თემის გამგებლად. კერძოდ, ყვარლის გამგებელი იქნება ილია მზექალაშვილი (79.95%), თელავის - ალექსანდრე შათირიშვილი (70.93%), ახმეტის - ბექა ბაიდაური (59.19%), თიანეთის - ლელა ქიტესაშვილი (64.5%), გორის - დავით ონიაშვილი (66.95%), თერჯოლის - თეიმურაზ ჯაფარიძე (61,44%), ბაღდათის - ირაკლი გეგეშიძე (56.44%), ხონის - ჯემალ მებუკე (58.23%), ტყიბულის- რობინზონ გვენეტაძე (68.81%), ლანჩხუთის - ზაზა ურუშაძე (56.12%), მარტვილის - ალექსანდრე გრიგალავა (88.64%), ქობულეთის სულხან ევგენიძე (76.3%), ხოლო ხულოსი - ბესიკ ბაუჩაძე (59.42%).

კომენტარები