ნარმანია: მერიის სისტემა სტრუქტურულ ოპტიმიზაციას დაექვემდებარება

facebook.com/narmania.david

ცესკოს მიერ წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით გამოცხადდა თბილისის მერობის კანდიდატების მიერ არჩევნებში აღებული ხმების მონაცემები, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების დავით ნარმანია 73%-ით ლიდერობს. 

შედეგების გამოცხადებისთანავე ქართული ოცნების ოფისში ნარმანიამ კომენტარი გააკეთა და მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს. 

კანდიდატმა ისაუბრა თბილისის მერიის სამომავლო გეგმებზე და განმარტა, რომ მერია დაექვემდებარება სტრუქტურულ ოპტიმიზაციას, რაც ნიშნავს როგორც ახაი სამსახურების ფორმირებას და ძველი სამსახურების სახეცვლილებას, ასევე იმ კადრების სამსახურიდან გათვისუფლებას, რომლებიც, მისივე თქმით, წელიწადნახევრის განამვლობაში ხელს უშლიდნენ მმართველ გუნდს საქმის გაკეთებაში, უბრალოდ რეგისტრირდებოდნენ სისტემაში ყოველგვარი ფუნქციის გარეშე და არაფერს აკეთებდნენ. 

ნარმანია იმედოვნებს, რომ შედეგების ოფიციალურად გაფორმებიდან რამდენიმე დღეში აქტიურად შეუდგება მერის საქმიანობას, გახდის სისტემას გამჭვირვალეს და ხელს მოაწერს ახალი წესის დამკვიდრებას, რომლის მიხედვითაც თითოეულ გამგებელს და თავად თბილისის მერსაც ექნება მოქალაქეების მიღების დღე. 

ნარმანიამ ვიცე-მერობის კანდიდატებზეც ისაუბრა და თქვა, რომ სახელები უახლოეს მომავალში გახდებოდა ცნობილი და ეს იქნება ხალხი, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია. 

ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ საკრებულოსთან და აღარ იქნება ის სიტუაცია, როდესაც საკრებულოს და მერიას ერთი ადამიანი მართავდა - განაცხადა ნარმანიამ. 

კომენტარები