ცესკო: 20:00 საათისთვის ამომრჩევლების აქტიურობის მაჩვენებელი 36% დაფიქსირდა

აქტივობა 20:00 საათისთვის
ტაბულა

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულებისას, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ 36% შეადგინა - ამის შესახებ განცხადებას თამარ ჟვანია აკეთებს. 

12 ივლისის არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა ხონში (62.4%), ყველაზე დაბალი (26.2%) კი ბათუმში დაფიქსირდა. 

თბილისში არჩევანი გააკეთა 316 014-მა მოქალაქემ. უბნების მიხედვით ყველაზე მაღალი აქტივობა მთაწმინდის რაიონში (42%), ყველაზე დაბალი კი ისანში (30%) დაფიქსირდა. 

თამარ ჟვანიამ ასევე თქვა, რომ კენჭისყრის პროცედურა დასრულებულია, ოქმები დაიხურა და ხმების დათვლა დაიწყო. მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებმა მთლიანობაში მშვიდ გარემოში ჩაიარა და სერიოზული ხარვეზებს ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები