17:00-სთვის, თბილისში აქტივობა არჩევნების I ტურთან შედარებით შემცირებულია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00-სთვის ამომრჩეველთა აქტივობა 28.29%-ია. ამ დროისთვის არჩევნებზე 485 281 ადამიანი გამოცხადდა. 

რაც შეეხება თბილისს, მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 27.6%-მა მიიღო. 15 ივნისს, 17:00 მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 29.3 % იყო.

რაც შეეხება სხვა საარჩევნო ოლქებს, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა (49.6%) კვლავ ხონშია. მას მოსდევს თიანეთი (42.9%), ლანჩხუთი (41.9%), ოზურგეთი (41.1%). ყველაზე დაბალი აქტივობა ქობულეთსა (20.9%) და ბათუმში (19.8 %) ფიქსირდება.

საარჩევნო უბნები 28 საარჩევნო ოლქში 20:00-ზე დაიხურება.

კომენტარები