ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, მან ხმა მისცა "ივანიშვილის და მისი პოლიტიკური მონების გუნდის წინააღმდეგ". მისი თქმით, "ამ გუნდმა და ივანიშვილმა უნდა მიიღოს ძალიან მყარი სიგნალი ჩვენი საზოგადოებისგან, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნის და პრემიების დარიგების ნაცვლად, მთავრობა აირჩია რეალურ პრობლემებთან და უმუშევრობასთან საბრძოლველად".
გიგა ბოკერიას განცხადებითვე, "რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ადამიანს, რომელსაც კარგად ესმის თბილისის პრობლემები, რომელსაც აქვს ხედვა და გეგმა, როგორ უნდა დაძლიოს ეს პრობლემა და რომელსაც აქვს უნარი, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ ავამუშაოთ ქალაქი, ქვეყანა და წავიწიოთ წინ".
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური რვა ქალაქსა და ცამეტ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.




