საზაფხულო საკითხავი

ბილ გეიტსის საყვარელი ბიზნეს-სათავგადასავლო წიგნი

ბილ გეიტსი თავის საყვარელ ბიზნეს-სათავგადასავლო წიგნს კითხულობს
ჯონ ქითლი / The Wall Street Journal

ფენომენალური წიგნია - ამბობს გეიტსი. 

ეს წიგნი დაწერილია ბილისთვის და ჩემთვის - ამბობს უორენ ბაფეტი. 

ჯონ ბრუკსი გეიტსის საყვარელი ბიზნეს-მწერალია და სწორედ მისი ავტორობით დაწერილი წიგნია "ბიზნეს-თავგადასავლები", რომლის წაკითხვასაც მულტიმილიარდერები ყველას ურჩევენ, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყება უნდა. წიგნი თავადაც არაერთხელ გადაუკითხავთ. 

წიგნის ბოლო გამოცემა 1971 წლით თარიღდებოდა, მანამ სანამ 2014 წელს 43-წლიანი პაუზის შემდეგ ხელახლა არ დაიბეჭდა. 

ავტორი, ჯონ ბრუკსი წლების განმავლობაში New York Times-ის ბიზნესისა და ეკონომიკის მწერალი იყო. წიგნი კრებულია 1960-იან წლებში გამოქვეყნებული სტატიებისა, რომელიც 50 წლის წინანდელ ბიზნესგარემოს საფუძვლიანად აღწერს და გეიტსის განამრტებით დღემდე ახერხებს იყოს რელევანტური. 

"ბიზნეს-თავგადასავლებს" გეიტსმა და ბაფეტმა Youtube ვიდეოც მიუძღვნეს, სადაც ექსპერტებთან ერთად აფასებენ წიგნის მხატვრულ და შინაარსობრივ ღირებულებას.

ტაბულას საზაფხულო საკითხავის სიას კიდევ ერთი წიგნი ემატება: 

ჯონ ბრუკსი - ბიზნეს-თავგადასავლები: 12 კლასიკური მოთხრობა უოლ სტრიტიდან (Business Adventures: Twelve Classic Tales from the World of Wall Street)

კომენტარები