TBILISI SUMMER SET 2014

11-12 ივლისს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Tbilisi Summer Set გაიმართება

მათე მოტორსის პავილიონში თბილისი სამერ სეტისთვის მზადება მიმდინარეობს. ელექტრონული მუსიკის ყოველწლიური ფესტივალისთვის ორი სცენა მონტაჟდება, სადაც ქართველ დიჯეებთან ერთად Modeselektor, Fritz Kalkbrenner, Sun Glitters, Kölsch, Nuno Dos Santos, David August და ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი Moderat დაუკრავს.

თბილისი სამერ სეტი ორ დღეს გაგრძელდება და მუსიკოსები ორ სხვადასხვა სცენაზე დაუკრავენ. 

სამერ სეტი ყველა სეზონზე აწყობს მუსიკალურ ღონისძიებებს, რომლის ფარგლებშიც თბილისსა და ბათუმს სხვადასხვა დროს Faithless, John Hopkins, Sleep Party People, Pan Pot, Max Cooper და Modeselektor ეწვივნენ.

თბილისი სამერ სეტი 11-12 ივლისს გაიმართება. 

კომენტარები