TBILISI SUMMER SET 2014

11-12 ივლისს TBILISI SUMMER SET 2014 გაიმართება

11 და 12 ივლისს მათე მოტორსის პავილიონი ელექტრონული მუსიკის ფესტივალს TBILISI SUMMER SET 2014-ს უმასპინძლებს. ღონისძიებაში 2 დღის განმავლობაში 10 უცხოელი და 20-მდე ქართველი არტისტი მიიღებს მონაწილეობას. Fratz Kalkbrenner, Kölsch, Petar Dundov, Sun Glitters, Modeselektor, Moderat, Nathan Fake, Patrice Bäumel, Nuno Dos Santos, David August - ეს იმ მუსიკოსების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ფესტივალზე დაუკრავენ.

TBILISI SUMMER SET 2014 სტუმრებს ორ - Techno და IDM სცენას სთავაზობს, ასევე რამდენიმე გასართობ ზონასა და სპეციალურ ლაუნჯს. მანამდე, 27 ივნისს იმავე ადგილას ოფიციალური პრე-ფართი გაიმართება, სადაც გერმანელი ტექნომუსიკოსი Pan-Pot დაუკრავს.

TBILISI SUMMER SET წელს უკვე მესამედ იმართება. ფესტივალზე დასასწრები ერთდღიანი ბილეთი 25, ხოლო ორდღიანი აბონემენტი 45 ლარი ეღირება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია www.mytickets.ge-ზე. ღონისძიებამდე 20 დღით ადრე კი ისინი მათე მოტორსის პავილიონშიც გაიყიდება.

კომენტარები