ოკუპირებული ტერიტ

ვოლსკი: რომ არა ენმ-ის სტრატეგია, ეს ტერიტორიები ოკუპირებული არ იქნებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის განცხადებით, მავთულხლართების დამონტაჟება ახალი არ არის და საოკუპაციო რეჟიმი გრძელდება. ასე გამოეხმაურა ვოლსკი გორის რაონის სოფელ ქერეში რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების და ბარიერების დამონტაჟებას. დეპუტატი აქვე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას ეხმარება. დეპუტატის თქმითვე, ამ საკითხით ყველაზე მეტად ნაციონალური მოძრაობა სპეკულირებს. მისივე განცხადებით, "რომ არა ნაციონალური მოძრაობის საეჭვო და დანაშაულებრივი მოქმედებები", დღეს ეს ტერიტორიები ოკუპირებული არ იქნებოდა.

"ეს არ არის სიახლე, საოკუპაციო რეჟიმი გრძელდება და ჩემი დამოკიდებულება არის რადიკალურად უარყოფითი. უწყებათაშორისი კომისია ეხმარება საოკუპაციო ზოლთან მოსახლეობას, ხდება სრული გაზიფიცირება, სასოფლო-სამაურნეო მიწის ნაკვეთების დამუშვება და ფინანსური დახმარებები... ამ შეკითხვებით ყველაზე მეტად სპეკულირებს ნაციონალური მოძრაობა, მე ეს კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია როგორც მორალური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ვამბობდი, ახლაც ვამბობ და მომავალშიც ვიტყვი, რომ ნაციონალური მოძრაობის დამაფიქრებელი, საეჭვო, დანაშაულებრივი მოქმედებები და სტრატეგია რომ არა, დღეს ეს ტერიტორიები ოკუპირებული არ იქნებოდა" - აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, სოფელ ქერეში რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები და ბარიერები გასულ კვირას დაამონტაჟეს. ბარიერს მიღმა მოექცა სარწყვავი წლის ნაგებობა და მოსახლეობის სასოფლო-სავარგულებთან მისასვლელი გზა. თუკი ადმინისტრაციულ საზღვრისპირა სოფლებში აღნიშნული პროცესი გაგრძელდება, მავრთულხლართებს და რკინის კონსტრუქციებს მიღმა სამი უძველესი ტაძარი აღმოჩნდება. ამასთანავე, ბარიერს მიღმა აღმოჩნდება მიმდებარე სოფლების სასაფლაო.

კომენტარები