ევრონიუსთან ინტერვიუში NATO-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს ჟურნალისტმა შეახსენა - ”პრეზიდენტ პუტინმა გასულ კვირას თქვა, რომ მას არ ჰქონდა უფლება NATO-ს ძალები ყირიმში შეეშვა და სწორედ ამიტომ მოახდინა ყირიმის ანექსია”, რაზეც რასმუსენმა უპასუხა, რომ ეს თავის ძალიან ცუდი მართლებაა.
”NATO-ს არც კი ჰქონია განზრახვა, რომ ჯარები შეეყვანა ყირიმში. ასე რომ ეს ძალიან, ძალიან ცუდი თავის მართლებაა რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიაზე. აქ არავითარი გამართლება არ შეიძლება, იყოს. რუსეთი უხეშად არღვევს თავის ყველა საერთაშორისო ვალდებულებას და NATO-რუსეთის ფუნდამენტურ პრინციპებს.
NATO-მ გააძლიერა ბალტიისპირა სამი სახელმწიფოს საჰაერო პატრულირება, ბალტიისა და შავ ზღვებში გაგზავნა სამხედრო-საზღვაო ხომალდები და ატარებს მანევრებს პოლონეთსა და ბალტიისპირა ქვეყნებში. ასე რომ ზღვაში, ჰაერსა და ხმელეთზე ხედავთ NATO-ს დამატებით ყოფნას. მას არ გააჩნია შეტევითი ხასიათი, ეს სუფთად თავდაცვითი ზომაა, რომელიც მოწოდებულია ჩვენი მოკავშირეების ეფექტური დაცვის უზრუნველსაყოფად.
20 წელზე მეტი დავხარჯეთ რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის ასაშენებლად, მაგრამ რუსეთი არ იქცევა, როგორც პარტნიორი”, - აღნიშნა რასმუსენმა.





