კრიმინალი

საპატრულო მანქანის გამტაცებელი პირი დაკავებულია

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

ქუთაისი-ზესტაფონის საავტომობილო მაგისტრალიდან საპატრულო მანქანის გამტაცებელი პირი დაკავებულია. აღნიშნული ინფორმაცია ტაბულას შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მაშინ, როდესაც პატრულის თანამშრომლები გადასული იყვნენ მანქანიდან მოქალაქის დასახმარებლად, ახალგაზრდა მამაკაცმა მანქანა გაიტაცა. რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციამ აღნიშნული პირი დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დიწყო სისხლის სამართლის 178-ე, ძარცვის მუხლით.

კომენტარები