პრემიერის განცხადება

პრემიერი: სოფლის გაღარიბება, დაცლა სააკაშვილისა და ბენდუქიძის პოლიტიკა იყო

სოფლის გაღარიბება და დაცლა წლების განმავლობაში სააკაშვილისა და ბენდუქიძის მიზანმიმართული პოლიტიკა და იდეოლოგია იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოოპერაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა.

პრემიერის თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დადგომა შეუძლებელია.

„სოფლის ძლიერება, რა თქმა უნდა, ქვეყნის ძლიერებას ნიშნავს. ჩვენი მთავარი ამოცანა სოფლის მეურნეობის განვითარებაა“, - დასძენს ირაკლი ღარიბაშვილი.   

კომენტარები