შსს

ფოთის საკრებულოს ქართული ოცნების ახლად არჩეულმა დეპუტატმა მეზობელი დაჭრა

ფოთის საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრმა, კოალიცია ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-2 ნომერმა და თავისუფალი დემოკრატების ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამაზ სოსელიამ მეზობელი დაჭრა. შსს-ს პრესსამსახურში ტაბულას ფაქტი დაუდასტურეს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ აღნიშნული პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მიმდინარეობს. 

კომენტარები