ხიდაშელი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბეჟაშვილი ჯორჯ კლუნია და უნდა იცნონ, ცდება

რამდენიმე ადამიანის აყვანა მოხდა - საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც პრობლემას ქმნიდნენ. გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა პარლამენტის წევრი, რომელიც დაუყონებლივ გაათავისუფლეს, როგორც კი აღმოჩნდა, რომ ის იყო პარლამენტის წევრი. დღეს თუ საქართველოში ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ლევან ბეჟაშვილი ჯორჯ კლუნია, რომელსაც ყველა პოლიციელი უნდა იცნობდეს სახეზე მაინცდამაინც, მემგონი, ძალიან ცდებიან.

შექმნილი ვითარება ვერ შეუქმნის საფრთხეს ვერც არჩევნებს, ვერც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, პირიქით, ვითარება, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ხელს უწყობს [ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ამაზე სიცილს დაიწყებს] საქართველოში დემოკრატიის განვითარებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი გუშინ სასამართლოსთან მომხდარი დაპირისპირებისას დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის და თავისუფალი ზონის წევრების დაკავებაზე.

კომენტარები