მელია: არჩევნების ადრე ჩანიშვნის მიზეზი იყო, ნარმანია აერიდებინათ დებატებისგან

ნიკა მელია
epn.ge

ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ მისთვის არჩევნების მეორე ტურის ადრე დანიშვნა მოულოდნელი არ ყოფილა.

"მოულოდნელი არ იყო, მაგრამ ძალიან ბევრისთვის იყო მოულოდნელი, რომ ასე უჩუმრად, მინიმუმ ასე არარაციონალურად დანიშნეს. 10 დღე მაინც უნდა მიეცათ დადგენილების თანახმად დრო სუბიექტებისთვის. ერთ-ერთი მიზეზი ადრე ჩანიშვნის არის ის, რომ რამენაირად აერიდებინათ ჩემთან დებატებისაგან", - თქვა მელიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს ჩატარდება. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ცესკოს თავმჯდომარემ წევრებს მეორე ტურის 16 ივლისს გამართვა შესთავაზა, თუმცა, უმრავლესობამ მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. საბოლოოო გადაწყვეტილება 7 ხმით, 5-ის წინააღმდეგ მიიღეს.

კომენტარები