საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდებიან. ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ "არჩევნების მეორე ტურიც ჩატარდება ისეთივე მაღალ დონეზე, როგორც ჩატარდა არჩევნების პირველი ტური". მინისტრის თქმით, "თუ რაიმე წვრილმანი დარღვევა სადმე დაფიქსირდება, დროულად იქნება გამოძიებული, როგორც პირველი ტურის შემთხვევაში".
ამასთან, მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია გაიმარჯვებს. მისი თქმით, "ნარმანიას ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა პირველივე ტურში და მეორე ტურშიც ის შეინარჩუნებს უპირატესობას".
ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს დანიშნა.





