გიგი უგულავას დაკავება

გიგი უგულავას ადვოკატი: გამოძიების მხარის მიერ განხორციელდა დარღვევები

გიგი უგულავას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც გამოძიების მხრიდან დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ სასამართლომ არ შეუფარდა არანაირი აღმკვეთი ღონისძიება გიგი უგულავას, საგამოძიებო სამსახურმა ის მაინც დააკავა. 

"მე ორიოდე სიტყვით შევეხები წინა დღეებში მომხდარ მოვლენებს, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ იგი მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ კერძოდ კი დიდ ბრიტანეტში, მოლდოვაში და უკრაინაში, სამსახურებრივი მივლინებით, 28 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გიგი უგუალვას ჩააბარეს უწყება და დაიბარეს 30 ივნისს დაკითხვაზე. 30 ივნისს, როდესაც მივედით დაკითხვაზე, გიგი უგულავას წაუყენეს ბრალი და გვითხრეს ის, რომ დაახლოებით ორ დღეში იქნებოდა სასამართლო პროცესი, სადაც განიხილებოდა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ აღმკვეთი ღონისძიების შესახებ პროკურორის შუამდგომლობა. როდესაც პროკურორმა მიმართა შუამდგომლობით აღმკვეთი ღონისძიების თაობაზე სასამართლოს,  მან აღნიშნა, თავის შუამდგომლობაში რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ გიგი უგულავა მიემალება გამოძიებას და აღარ დაბრუნდება საქართველოში, ანუ ის დარჩება საზღვარგარეთ. ამისთვის მან მოითხოვა გირაო 50.000 ლარის ოდენობით და როგორც საზღვარგარეთის პასპორტის ასევე პირადობის მოწმობის ჩამორთმევა. მოგეხსენებათ რომ ქვეყნის საზღვრის დატოვების აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს. ამის უფლება არ გააჩნია, არც გამოძიებას და არც პროკურატურას. 2 ივლისს სასამართლო პროცესზე, მისი პოზიციის ჩამოყალიბების დროს, გიორგი უგულავამ განაცხადა, რომ თუ მას სასამართლო არ აუკრძალავდა მას, და არ ჩამოართმევდა პასპორტებს, იგი დატოვებდა საზღვრებს და ისევ დაბრუნდებოდა ქვეყანაში. ამის შემდგომ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნა, რომ არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის მაღალი სტანდარტი, რომ გიგი უგულავა შეიძლება მიემალოს გამოძიებას და რომ გიგი უგულავამ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე. შესაბამისად სასამართლომ არც ერთი აღმკვეთი ღონისძიების სახე არ გამოიყენა და დატოვა გიგი უგულავა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე. ამის შემდეგ გიგი უგულავამ გააკეთა განცხადება, რომ ის სამსახურებრივი მივლინებით გაემგზავრებოდა კიევში და რა თქმა უნდა ისევ უკან დაბრუნდებოდა", - აღნიშნა უგულავას ადვოკატმა. 

მან დღეს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოძიებამ არ მისცა უფლება დაცვის მხარეს საქმის ვითარებას გაცნობოდა და მოეხდინა უგულავას დაცვა. 

"რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს დილით თბილისის აეროპორტში, გიგი უგულავამ საჯაროდ განაცხადა, რომ იგი მიემგზავრებოდა, ტოვებდა ქვეყნის საზღვრებს და დაბრუნდებოდა საქართველოში დღეს ღამით გვიან. აღნიშნული დაადასტურა მის მიერ აღებულმა ბილეთებმა, რომელიც წარმოგიდგინათ თქვენ და ასევე გაკეთებულმა განცხადებებმა. დილის 6 საათზე დააკავეს გიგი უგულავა, მე ვთხოვე გამომძიებელს რომ მიმეღო ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა და გამეკეთებინა შენიშვნა დაკავების ოქმზე, რომელიც გაფორმდა გიგი უგულავას დაკავებისას. მე ავუხსენი მას, რომ ეს არის საჯაროდ ცნობილი ფაქტი, რომ მე ვიცავ გიგი უგულავას ინტერესებს და ავუხსენი მას, რომ მან წინა დღეს, 2 ივლისს,  გამომიგზავნა შეტყობინება, რომ გიგი უგულავა დაბარებული იყო 4 ივლისს დაკითხვაზე, მაშინ რატომ მოხდა ეს თუ არ მქონდა მე ორდერი. მე აქ მიმაჩნია, რომ შეიზღუდა ჩემი როგორც ადვოკატის უფლებები და ვერ განვახორციელე ჩემი უფლებები გიგი უგულავას დაცვის დროს", - განაცხადა გელხაურმა. 

მისივე თქმით, გამოძიების მხარემ არ აუხსნა უგულავას თუ რა იყო მისი დაკავების მიზეზი და არ მისცა უფლება შეხვედროდა ადვოკატს. 

"როდესაც გიგი უგულავა დილის 6 საათზე წამოიყვანეს და მიიყვანეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მან მოითხოვა, რომ გაეცნოთ მისთვის, რატომ აკავებდნენ, აეხსნათ მისთვის საქმის გარემოებები, თუმცაღა მისი მოთხოვნის მიუხედავად არ მოხდა არანაირი საქმის გაცნობა და რაც მთავარია მან მოითხოვა დაუყოვნებლივ ადვოკატთან შეხვედრა რაც ასევე არ განხორციელდა...

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, უკვე გასული არის 12 საათზე მეტი, რაც გიგი უგულავა დააკავეს, და მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ორჯერ მივმართეთ წერილობით, რომ ეცნობებინათ და დაუყოვნებლივ გაეცნოთ საქმის მასალები დაცვის მხარისთვის, რათა ჩვენ შევძლოთ  გიორგი უგულავას ინტერესების სრულყოფილი დაცვა, თუმცაღა არცერთ ჩვენ განცხადებას არ მოყოლია გამოხმაურება, არცერთ ჩვენ განცხადებაზე არ იქნა პასუხი გაცემული და ჩვენ დღესაც ველოდებით იქნებ გაგვცანონ საქმის მასალები", - აღნიშნა უგულავას ადვოკატმა. 

 

 

კომენტარები