აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე

აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოში მიღება გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოში მიღება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ღონისძიებაზე შესრულდა ამერიკისა და საქართველოს ჰიმნები. ასევე მოეწყო დროშების აღლუმი.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ელჩის რიჩარდ ნორლანდის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკს დიპლომატიური მისიის ვადა ამოეწურა და საქართველოს მალე დატოვებს. 

ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დღეს 4 ივლისს აღნიშნავს.

კომენტარები