კრიმინალური ავტორიტეტი

ხაჩიძე დოკუმენტებს აქვეყნებს: კალაძე, ჭიკაიძე და შოთაძე "ბაცნები" არიან

რომან ბარბაქაძე - საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა
facebook.com/goga.khachidze

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გოგა ხაჩიძემ facebook-ის პირად გვერდზე დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლითაც, მისი თქმი, დასტურდება, რომ კრიმინალური ავტორიტეტის რომან ბარბაქაძეს საქართველოში ექსტრადიცია მოხდა.

”წარმოგიდგენთ დოკუმენტებს, რომლითაც დასტურდება რომ კანონიერი ქურდი - "რემენა", 20 ივნისს უკრაინიდან - საქართველოში იქნა ექსტრადირებული. იგივე ფაქტი არაერთხელ დაადასტურა როგორც უკრაინულმა მხარემ, ასევე საქართველოს საელჩომ უკრაინაში. აქედან გამომდინარე, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ კახი კალაძე, ჭიკაიძე და შოთაძე, ჩვეულებრივი ცრუპენტელა "ბაცნები" არიან” - აცხადებს ხაჩიძე.

დოკუმენტის დასახელებაა ”საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობაა” სადაც გაცემის თარიღად 20 ივნისია მითითებული.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის შეფასებით, კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აბსურდულია. ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებს უწყებათაშორისი კომისიის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა.

“პირველად მესმის მსგავსი ინფორმაციის შესახებ. ეს იმდენად აბსურდული ინფორმაციაა, რომ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ასეთი ბევრი ჭორი ვრცელდება, მაგრამ ჭორებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს”, - აღნიშნა მთავარი პროკურორის მოადგილემ.

კომენტარები