აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.
”საქართველოს ევროპული არჩევანი, პირველ რიგში, ამ ქვეყნის ხელისუფლების არჩევანი და პასუხისმგებლობაა. აფხაზეთის რესპუბლიკას, როგორც მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოს, ქართულ–ევროპულ დღის წესრიგთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. სრულიად ნათელია, რომ ევროკავშრთან ასოცირებაზე ხელის მოწერა საქართველოს არ ანიჭებს ამ სახელმწიფოთაშორის გაერთიანებაში წევრობის ახლო პერსპექტივას, ამავე დროს აშორებს მას თანაშრომლობისგან მეზობელ სახელმწიფოებთან, პირველ რიგში რუსეთთან და აფხაზეთთან", – ნათქვამია განცხადებაში.
სოხუმის მთავრობის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ”იმის მიუხედავად, რომ თბილისისა და ბრიუსელის პარტნიორობის გაღრმავება მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს აფხაზეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებაზე, ამიერკავკასიაში დასავლეთის გეოპოლიტიკური გავლენის ზრდამ და აფხაზეთის სტრატეგიულმა მდგომარეობამ, როგორც რუსეთის მოკავშირისა რეგიონში დასავლეთის გავლენის საზღვარზე, შესაძლოა, აფხაზეთისგან მოითხოვოს დამატებითი ზომები რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და გასარღმავებლად".
”ამიერკავკასიის რეგიონში NATO–ს ექსპანსიის მიმართულებით დასავლეთის პოლიტიკის აქტივიზაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა, შეიქმნას რუსეთთან სამხედრო–ტექნიკური და სამხედრო–სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების აუცილებლობა რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის შესაძლო საფრთხეებთან დაკავშირებით", – აცხადებენ სოხუმში.





