აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი

მაია ფანიჯიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლებს შეხვდა

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანიჯიკიძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ფანჯიკიძემ თქვა, რომ კონგრესის თანამშრომლების დიდი დელეგაციის სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი უშუალო კონტაქტში არიან ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკასთან.

ფანჯიკიძის თქმით, შესაბამისად, მათი აზრის გათვალისწინება იქ ხდება და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მათ მიეწოდოთ სწორი ინფორმაცია.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ისაუბრეს ბევრ საკითხზე, განსაკუთრებით ამერიკელი კონგრესმენები დაინტერესდნენ რუსეთთან ურთიერთობით, ასოცირების ხელშეკრულების შედეგებით, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობით და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებით.

"მე მათ ვესაუბრე ჟენევის მოლაპარაკებებზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობებზე, რომელიც ახლა სხვა სტადიაში გადადის, რადგან ასოცირების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ გვექნება ახალი სახის შეხვედრა რუსეთთან 7 ივლისს, ტექნიკურ დონეზე", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები