კარლ ბილდტის ვიზიტი

საქართველოს პრეზიდენტი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა სამუშაო სადილის ფორმატით გაიმართა და მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

"კარლ ბილდტმა საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცა და შემდგომ სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. შეხვედრისას, ყურადღება საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრი ქვეყნის როლსა და რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილეს. საქართველოს პრეზიდენტმა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის", - აცხადებს პრეზიდენტის პრესსამსახური.

საქართველოს შემდეგ კარლ ბილდტი უკრაინასა და მოლდოვას ეწვევა.

კომენტარები