კარლ ბილდტის ვიზიტი

კარლ ბილდტი დღეს საქართველოს ეწვევა

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი დღეს საქართველოს ეწვევა. ბილდტი დღესვე თავის ქართველ კოლეგას მაია ფანჯიკიძეს შეხვდება, რომლის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

კარლ ბილდტი საქართველოს გარდა, უკრაინასა და მოლდოვაში გეგმავს ვიზიტს, რის შესახებაც TWITTER-ის გვერდზეც დაწერა.

"ამ დღეებში ვიქნები მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში. ასოცირების მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ განვიხილავთ არსებულ გამოწვევებს", – წერს ბილდტი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თქმით, "ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ პირველი ვიზიტი განხორციელდება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის მიერ. იგი საქართველოს დიდი ხნის მეგობარია, ამიტომ ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ იგი ჩამოდის და პირველი იქნება, ვინც თბილისში მოგვილოცავს ამ ისტორიულ დღეს".

საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას 27 ივნისს მოაწერეს ხელი.

კომენტარები