საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

წულუკიანი: ხორციელდებოდა ქმედებები, რომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი გამეტანა

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრად მისი დანიშვნის შემდეგ ადგილი ჰქონდა მასზე ზეგავლენის მცდელობებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გაეტანა.

„მას შემდეგ, რაც დავინიშნე იუსტიციის მინისტრად, არაერთი სხვადასხვას ტიპის ქმედებები იქნა განხორციელებული, რომ ეს საჩივარი მე უკან გამეტანა, მაგრამ ეს საჩივარი მივიდა ბოლომდე", - განაცხადა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში. მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ქმედებებს გულისხმობდა და ამ ქმედებებს ვინ ახორციელებდა.

საქმე 2006 წელს რუსეთის წინაღმდეგ საქართველოს სარჩელს ეხება, რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციასთან დაკავშირებთ. გადაწყვეტილებას ამ სარჩელზე სტრასბურგის სასამართლო 3 ივლისს გამოაცხადებს.

განაჩენის გამოცხადებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი დაესწრება. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 2006 წელს საქართველოს მოქალაქეთა უფლებები რუსეთმა უხეშად დაარღვია მას იმედი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომენტარები