ჩაფიძე: თუ ვინმეს სურს იომოს რუსეთთან, ეს გააკეთონ ჩვენს გარეშე

ჩვენ რუსეთს ვერ შევცვლით, ამისი ილუზია მხოლოდ ზოგიერთ ხელისუფალს ჰქონდა საქართველოში, რუსეთი არის ჩვენზე გაცილებით უფრო ძლიერი და დიდი სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ საკუთარი ბედი იმით, რომ ვეცადოთ მათთან ურთიერთობების დარეგულირება... დათვი არ უნდა გამოიწვიო საომრად, როცა იცი, რომ შეიძლება მოგერიოს... ქართული ოცნება სულ იმას ამტკიცებს, რომ არ უნდა გადავდგათ წინდაუხედავი ნაბიჯები... პატარა სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება გააკეთოს მყვირალა განცხადებები და მეზობელი სახელმწიფოს გაღიზიანება გამოიწვიოს. და თუ ვინმეს სურს იომოს რუსეთთან, ეს გააკეთონ ჩვენს გარეშე. მაგრამ, ყველა ევროპული სახელმწიფო გონივრულ პოლიტიკას აწარმოებს ამ სფეროში და სადაც არ აწარმოებენ, იქ მეტია დანაკარგები, ჩვენ არ გვაქვს უფლება ადამიანების სიცოცხლეს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შევუქმნათ საფრთხე. იქმნება ახალი პოლიტიკური რეალიები და დარწმუნებულ ვარ, ქართველო პოლიტიკოსები ამ რეალიებს ქვეყნის გასაძლიერებლად და გასაერთიანებლად გამოიყენებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე რუსეთთან ურთიერთობის შესახებ.

კომენტარები