ოკუპირებული ტერიტორიები

ხაჯიმბა: საქართველოს ევროინტეგრაციაზე პასუხი აფხაზეთის რუსეთთან ინტეგრაციაა

rferl.org

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი რაულ ხაჯიმბა მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით აფხაზეთმა საქართველოსთან „საზღვვარი" უნდა გაამაგროს და რუსეთთან ინტეგრაცია გააძლიეროს.

„საქართველოს ევროინტეგრაცია აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენას ვერ მოახდენს", - განაცხადა სააგენტო რია ნოვოსტის ცნობთ, რაულ ხაჯიმბამ.
ამავე დროს, მისი თქმით, ის ფაქტი რომ ევროკავშირი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ ცნობს, „მისი პოლიტიკის მიმართ უნდობლობას იწვევს და რეგიონში დაძაბულობას ზრდის".

გარდა ამისა, ხაჯიმბას განცხადებით, „საქართველოს შიდა პოლიტიკა მთლიანად მისი დასავლელი მოკავშირეების მიერ კონრტოლდება". შესაბამისად, ხაჯიმბას აზრით, აუცილებელია „ადეკვატური ზომების მიღება აფხაზეთის უსაფრთხოების და ეკონომიკური ინტერესების დასაცავად".

ამასთან დაკავშირებით რაულ ხაჯიმბა საჭიროდ მიიჩნევს ზომებს ადმინისტრაციული საზღვრის და აფხაზეთის თავდაცვის გაძლიერებისთვის, „რომელიც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ აფხაზეთის ჩართვით რუსეთთან საერთო უსაფრთხოების სისტემაში".

„თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობთ გადაწყდება", - განაცხადა ხაჯიმბამ და აღნიშნა, რომ რუსეთთან ინტეგრაცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის გარანტიას წარმოადგენს.

„ჩვენ საკუთარ თავს ვხედავთ რუსეთის მიერ შექმნილ საერთო ცივილიზაციურ სივრცეში", - აღნიშნა ხაჯიმბამ და მოსკოვს აფხაზეთში რუსული ბიზნესისთვის საუკეთესო პირობების შექმნას დაჰპირდა.
ხაჯიმბამ ასევე აღნიშნა, რიომ საქართველოს ჩართვა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში აფხაზეთისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ალიანსის წევრი ქვეყნები აღიარებენ საქართველოს საზღვრებს და თბილისს სამხედრო დახმარებასაც გაუწევენ.

კომენტარები