ფანჯიკიძე: ვართ იმედით აღსავსე, რომ საქართველო მალე მიაღწევს თავის მიზანს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თქვა, რომ ”ეს დასაწყისია და ჩვენი მიზანია ევროკავშირის წევრობა”.

"როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბედნიერები ვართ, რომ ჩვენმა თაობამ განახორციელა ის დიდი ოცნება, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს. ჩვენ ვართ დღეს გახარებული, ამაყები და იმედით აღსავსე, რომ საქართველო მალე მიაღწევს თავის მიზანს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უკვე გააფორმადოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ქვეყნის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ.

კომენტარები