ბაროზო: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ევროკავშირისა და სამივე ქვეყნისთვის

telegraph.co.uk

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე მიმართვაში თქვა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ევროკავშირისა და სამივე ქვეყნისთვის.

”დღეს ჩვენ ვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ევროკავშირსა და სამ არაწევრ ქვეყანას შორის. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი დღე, როგორც ევროპისთვის, ასევე ამ სამი ქვეყნისთვის. ეს არის შედეგი იმ პროგრესის და პოლიტიკური სურვილის, შეუერთდნენ ევროკავშირს. ამ ქვეყნებს გააჩნიათ დიდი სურვილი და ასევე ღირებულებები, რაც აკმაყოფილებს და მისაღებია ევროკავშირისთვის.

რაც შეეხება ქვეყნების განვითარებას - ისინი მიყვებიან იმ მითითებებს, რომლებიც მითითებული იყო ევროკავშირის ქვეყნების მიერ. ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს ექნებათ საშუალება, გააუმჯობესონ კანონმდებლობა, ზემოთ წამოწიონ კანონის უზენაესობა. ხელმისაწვდომობა ექნებათ ასევე ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ასოცირების ხელშეკრულების პრინციპს წარმოადგენს, ქვეყნებმა გაამყარონ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური საშუალებები. უფრო მყარი და მჭიდრო ურთიერთობები ჩამოაყალიბონ პოლიტიკურ არენაზე. ასევე წამოწიონ ნაციონალური, ეროვნული კონსენსუსები ქვეყნებში, რათა მოხდეს ტრანსფორმირება არსებულ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ კარს ვაღებთ, რომ ისინი გავხადოთ ჩვენი სამომავლო წევრები. ამ ხელშეკრულებას არ გააჩნია ცალკეული დამატებითი დანართები. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ხელს შეუწყობს ამ სამი ქვეყნის განვითარებას”, - აღნიშნა ბაროზომ.

კომენტარები