ფულე: ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა უნიკალური გზაა მოდერნიზაციისთვის

შტეფან ფულე
wikipedia.org

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ტვიტერზე ეხმაურებიან.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი - დღეს დიდი დღეა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა დღეს ხელს მოაწერენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. მოგესალმებით პოლონეთიდან."

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე - "მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა უნიკალური გზაა მოდერნიზაციისთვის".

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო - "საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმება ისტორიულია. ეს არის იმ გზის შედეგი, რომელიც 20 წელზე მეტის წინ დაიწყო".

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი - "მივესალმები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ისტორიულ დღეს".

კომენტარები