ერთიანი ეროვნული გამოცდები

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

მაია მიმინოშვილი
ირაკლი ბლუიშვილი

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საგამოცდო პროცესი დილის 08:00 საათზე დაიწყო და რეგისტრაცია ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგამოცდო დროის ათვლა კი, ყველა საგამოცდო ცენტრში ზუსტად 09:00 საათზე დაიწყო.

მაია მიმინოშვილი აღნიშნავს, რომ აბიტურიენტები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდას აბარებენ. გამოცდა ოთხ ნაკადად ჩატარდება. დღეს აბიტურიენტების მიღება ორ ნაკადად მოხდება, საგამოცდო ცენტრში 17 000-ზე მეტი აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს. მისივე ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 19 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებს, მათ შორის, 7 თბილისში.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულია 36 000-მდე აბიტურიენტი, პედაგოგთა სასეტირფიკაციო გამოცდისათვის 20 000-მდე აპლიკანტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურისათვის 4 500-მდე სტუდენტი, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის - 12 000-მდე აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია. 

კომენტარები