აარჩევნები 2014

სამართლიანი არჩევნები პრობლემატურ უბნებზე ხმების ხელახალ დათვლას ითხოვს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება კვლავ 15 ივნისის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ საუბრობს და ცესკოს პრობლემატურ უბნებზე შედეგების ხელახალი დათვლისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ყველა საარჩევნო უბნის ოქმების შესწავლის შედეგად თვითმმართველობის არჩევნებზე უპრეცედენტოდ მაღალი ბათილი ბიულეტინების მაჩვენებელი გამოვლინდა.

ამასთან, ასობით უბანზე შემაჯამებელ ოქმებს აკლდა კომისიის ბეჭედი, საარჩევნო კომისიის წვერების ხელმოწერები, ოქმის შედგენის თარიღი. 500-ზე მეტ შემაჯამებელ ოქმში კი არ იყო დაცული ბალანსი. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ არჩევნების სანდოობისა და ლეგიტიმურობის გაზრდის მიზნით, შედეგების ხელახლა დათვლის პროცესზე ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს მიწვეული.

კომენტარები