მელიამ ნარმანიას დებატები კიდევ ერთხელ შესთავაზა

ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიას დებატები კიდევ ერთხელ შესთავაზა. ნიკა მელიამ კონკურენტს ქართული ოცნებიდან ტელეკომპანია იმედის ეთერი შესთავაზა. ქართული ოცნების კანდიდატი დებატების ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარებას ითხოვს. დავით ნარმანიას თქმით, კანდიდატებს აზრის დასაფიქსირებლად თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეთ. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბისა და ვიცეპრემიერის, კახი კალაძის თქმით, დებატების დეტალები რამდენიმე დღეში დაზუსტდება. კალაძის განმარტებით, კითხვის დასმის შესაძლებლობა ყველა ტელევიზიის ჟურნალისტს ექნება.

კომენტარები