ევროპა ლიგა 2014

ევროპა ლიგაზე ქართული კლუბების მეტოქეების ვინაობა გაირკვა

uefa.com

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

პირველ ბარიერად ბოლნისის სიონს ალბანური ფლამურტარი ერგო, ხოლო საჩხერის ჩიხურას, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მაკედონიური ტურნოვოს დამარცხება მოუწევს.

ევროტურნირებს მცირე პაუზის შემდეგ უბრუნდება ზესტაფონიც. იმერული კლუბი ევროპა ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე მალტურ ჰიბერნიანსისა და სლოვაკურ სპარტაკს შორის გამარჯვებული იქნება.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 3 და 10 ივლისს გაიმართება, ხოლო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 17 და 24 ივლისს შედგება.

კომენტარები