საიდუმლო ჩანაწერი

ფარულ ჩანაწერში შიკორსკი ამბობს, რომ აშშ-პოლონეთის კავშირი არაფრად ღირს

რადოსკავ სიკორსკი
www.eostroleka.pl

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი, რომელიც ზოგადად მიიჩნევა ამერიკის წამყვან მოკავშირედ ევროპაში, საიდუმლოდ გამოჟონილ ჩანაწერში ამბობს, რომ კავშირი პოლონეთსა და ამერიკას შორის არაფრად ღირს.

”პოლონეთისა და ამერიკის კავშირი არაფრად ღირს. მეტიც, ეს დამაზიანებელია, რადგან პოლონეთს უქმნის უსაფრთხოების ყალბ შეგრძნებას”, - ამბობს შიკორსკი ჩანაწერში. 

ჩანაწერი ერთ-ერთ პოლონურ ჟურნალში დაიბეჭდა. გამოცემის ცნობით, სიკორსკი ფინანსთა ყოფილ მინისტრ იაცეკ როსტოვსკის ერთ-ერთ რესტორანში ესაუბრებოდა.

ჩანაწერში მოსაუბრე ეკითხება, რატომ უყურებს პოლონეთი-აშშ-ს თანამშრომლობას სკეპტიკურად, რაზეც შიკორსკი პასუხობს "ჩვენ მიმართული ვართ, გვქონდეს კონფლიქტი რუსებთან და გერმანელებთან და ჩვენ ვაპირებთ, ვიფიქროთ, რომ ყველაფერი კარგადაა, იმიტომ, რომ ამერიკელებს ვუკეთებთ მინეტს”.

შიკორსკი აღნიშნულ ჩანაწერს ტვიტერზე გამოეხმაურა. მან უარყო საუბარში მისი მონაწილეობა და თქვა, რომ ის საერთოდ არ ყოფილა აღნიშნულ რესტორანში.

კომენტარები