არასაპარლამენტო ოპოზიცია არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს

ახალქალაქის სასამართლომ არასაპარლამენტო ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ოპოზიცია სამ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ხელახლა გადათვლას ითხოვდა. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ. რაც შეეხება მათ კიდევ ერთ სარჩელს ერთ-ერთ უბანზე განმეორებითი არჩევნების ჩატარების შესახებ, სასამართლო რამდენიმე დღეში იმსჯელებს.

არჩევნების შედეგები უცვლელია სამგორის 83-ე უბანზეც. აქ ბიულეტენების ხელახლა დათვლას ლეიბორისტული პარტია ითხოვდა. თუმცა, პარტიის სარჩელის საფუძველზე ბიულეტენებს თავიდან დაითვლიან სამგორის 106-ე უბანზე. ლეიბორისტები საკუთარი ხმების დასაცავად საპრიოტესტო აქციების გამართვასაც არ გამორიცხავენ.

კომენტარები