სასამართლო სისტემა

პრეზიდენტი: უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს კვალიფიციური

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა იყოს გამართული, პოლიტიკურად თავისუფალი და კვალიფიციური". გიორგი მარგველაშვილი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. 

"ამ კონფერენციას მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემის გამართვასა და დასტაბილურებაში. ჩვენ მივესალმეთ კონფერენციის მონაწილეებს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შტო იყოს გამართული, პოლიტიკურად თავისუფალი და კვალიფიციური. ეს უმნიშვნელოვანესია ასევე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის კონტექსტში და იმ კონტექსტში, როდესაც საქართველო აშენებს და ამყარებს ევროპულ, დემოკრატიულ ცვლილებებს", - თქვა მარგველაშვილმა. 

საქართველო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა კონფერენციას მასპინძლობს. 
კონფერენციას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები ესწრებიან. შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. კონფერენციაში მონაწილეობს 30 დელეგატი. 

კონფერენცია 25 ივნისამდე გაგრძელდება.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა კონფერენცია 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და საქართველოში პირველად მასპინძლობს.

კომენტარები