თეორემა

რუსეთი და ენერგოუსაფრთხოება

რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ, რაც ფასზე ვერ მოილაპარაკეს, უკრაინას პუტინმა ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. მიზეზად დავალიანება დაასახელა, ხოლო მოგვიანებით წინასწარი გადახდის რეჟიმი შემოიღო. უკრაინას ენერგორესურსების მარაგი დეკემბრამდე ეყოფა. 

ის, რომ რუსეთისთვის ბუნებრივი აირი, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 12 პროცენტის გარდა, საგარეო პოლიტიკურ იარაღსაც წარმოადგენს, საიდუმლო არავისთვისაა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპის ბუნებრივი აირის მოხმარება წლიური 550-დან 600 მილიარდ კუბურ მეტრამდე მერყეობს. აქედან თითქმის 50% იმპორტირებულია.მთლიანი მოხმარების დაახლოებით მეოთხედი რუსეთიდან იმპორტზე მოდის. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ევროპის ბუნებრივი აირის მომარაგების სხვა ნებისმიერი წყარო.

თეორემას მეორე ნაწილში ენერგოუსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ: განვიხილავთ როგორც საქართველოს მდგომარეობას და მის წინაშე მდგომ საფრთხეებს, ისე ევროპის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ამ გამოწვევებთან გამკლავების გზებს.

სტუმრები: არჩილ მამათელაშვილი, ზურაბ გარაყანიძე, რომან გოცირიძე, ირაკლი ლექვინაძე.

კომენტარები